„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში წაუგებელი მატჩების სერია ოთხამდე გაზარდა – სამი გამარჯვება და ერთი ფრე. 29-ე ტურში ვალენსიელები სტუმრად „ელჩეს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. „ღამურებიდან“ ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე კარლო სოლერის პასის შემდეგ გონსალო გედეშმა გაიტანა, რომელიც მეტოქის კარის წინ მცველთა ორთაბრძოლის დროს წაიქცა, მაგრამ მაინც შეეხო ბურთს, რომელიც კარში აღმოჩნდა. მან მეტოქის კარი პირველ ტაიმშიც აიღო, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუუქმეს.
„ელჩემ“ მეტოქის კარი კი აიღო და იმ ეპიზოდში მასპინძელი ფეხბურთელის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ ზურგი მამარდაშვილს და კარში აღმოჩნდა. თუმცა, VAR-ზე გადამოწმების შემდეგ არბიტრმა „ელჩეს“ მოთამაშე ოფსაიდი დააფიქსირა და ანგარიში არ შეცვლილა.
მეორე ტაიმის შუაწელში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ კიკეს დარტყმული ბურთი მოიგერია. გარდა ამისა, შეხვედრის ბოლო წუთებში მამარდაშვილმა კარი ორჯერ დატოვა და საჯარიმოდან საკმაოდ შორს გასულმა ბურთი აუტში მოიგერია.
საბოლოოდ, მან „ვალენსიას“ მაისურით ლა ლიგაში ჩატარებული 12 შეხვედრიდან გოლი შვიდში არ გაუშვა. “ღამურები” 40 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.





