თბილისის “დინამომ” 18 წლის ჯადული იობაშვილთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაფორმდა.
იობაშვილი “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და კლუბი სტრუქტურაში თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში უასპარეზია. ძირითად გუნდში მისი დებიუტი 2021 წლის სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 36-ე ტურის მატჩში თბილისის “ლოკომოტივის” წინააღმდეგ შედგა.

რაც შეეხება ახალგაზრდა თავდამსხმელის სანაკრები კარიერას, იობაშვილმა საქართველი 17 წლამდე და 19 წლამდე ნაკრებების შემადგენლობაში 8-8 მატჩი ჩაატარა და თითო გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში იობაშვილი საქართველოს 19 წლამდე ნაკრებთან ერთად ევრო 2022-ის ელიტ რაუნდში იასპარეზებს.