უეფას კონფერენს ლიგაში 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა. დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ, რომელსაც უცვლელ წამყვან პედრო პინტუსთან ერთად, უეფას გენერალური მდივნის მოადგილე ჯორჯო მარკეტი და ალბანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი ლორიკ ცანა (კონფერენს ლიგის ფინალის ელჩი) უძღვებოდნენ, გუნდები ასე დაწყვილდნენ:
“ბოდო-გლიმტი” – “რომა”
“ფეინოორდი” – “სლავია” (პრაღა)
“მარსელი” – პაოკი
“ლესტერი” – პსვ
დღესვე გაცხადდა 1/4-ფინალის რომელი წყვილების გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს 1/2-ფინალში:
“ლესტერი” – პსვ/”ბოდო-გლიმტი” – “რომა”
“ფეინოორდი” – “სლავია” (პრაღა)/”მარსელი” – პაოკი
კონფერენს ლიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩები 7 აპრილს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 14 აპრილს.
კონფერენს ლიგის 1/2-ფინალის პირველი შეხვედრები 28 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო – 5 მაისს.
კონფერენს ლიგის ფინალი 25 მაისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტადიონ „ნაციონალ არენაზე“ შედგება.





