ერიკ ტენ ჰაგი: „ვდომინირებდით, მაგრამ კრეატიულობა დაგვაკლდა“

0
25

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგის აზრით, მისი გუნდი ლისაბონის „ბენფიკასთან“ დომინირებდა, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად კრეატიულობა დააკლდა. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პორტუგალელებთან შინ წაგებული (0:1) მატჩის შემდეგ განაცხადა. ამ გუნდებს შორის პორტუგალიაში ჩატარებული თამაში 2:2 დასრულდა.
„პოზიციურად საუცხოოდ ვუტევდით და ბურთით კარგად ვიმუშავეთ. ჩემი აზრით, კრეატიულობა დაგვაკლდა. ამიტომ, ძალიან საწყენია, რომ ერთ ეპიზოდში კონცენტრაციის დაკარგვის გამო შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით.
შეცვლებს დიდი ხანი რატომ არ ვაკეთებდი? ვიმდოვნებდი, რომ ბერგუისი და ანტონი რამე მაგიურს შექმნიდნენ. ვდომინირებდით და ამიტომ, რამის შეცვლის აზრს ვერ ვხედავდი“ – ციტირებს ნიდერლანდელ სპეციალისტს უეფას ვებგვერდი.