დიეგო სიმეონე: „მაღალ პრესინგს ვითამაშებთ“

0
46

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემა არ დამალა, რომ ჩემპიონთა ლიგი1 1/8-ფინალში სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართ საპასუხო შეხვედრაში მისი გუნდი მაღალ პრესინგს ითამაშებს. მან ამის შესახებ დღეს „ოლდ ტრაფორდზე“ ჩასატარებელ მატჩამდე ისაუბრა. ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება მადრიდში 1:1 დასრულდა.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშეების  და ჩვენი ფეხბურთელების ხარისხის გათვალისწინებით დინამიური თამაში უნდა იყოს, რომელშიც მომენტებს ორივე გუნდში შექმნის. ჩვენ მაღალს პრესინგს ვითამაშებთ და ეს ასეთი დონის კლასიკური მატჩი იქნება, სწორედ ისეთი როგორსაც უნდა ველოდეთ. ზოგჯერ გუნდებს, რომლებიც სახლში თამაშობენ თავბრუ ეხვევათ და შეგვიძლია მეტოქე დაშვებული შეცდომისთვის კონტრშეტევაზე დავსაჯოთ.
განვლილი 10 წლის განმავლობაში საჭირო შედეგის მისაღწევად გზა ვიპოვეთ. ჩვენ ვიცით, რომ თითოეული მატჩი ცალკე ისტორიაა, თუმცა ინგლისში თამაში ყოველთვის კარგად გამოგვდიოდა. ჩვენ ვიცით მეტოქეს რა შეუძლია, რამდენად სერიოზულია და დარწმუნებული ვარ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“ – იუწყება სიმეონეს ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.