ცნობილი გერმანელი სპეციალისტი ფელიქს მაგათი ბუნდესლიგაში სამუშაოდ დაბრუნდა. 68 წლის მწვრთნელმა ბერლინის „ჰერტაში“ ტაიფუნ კორკუტი შეცვალა და კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონში ბოლომდე გაწვრთნის. ბოლოს მაგათი ჩინურ „შანდუნ ტაიშანში“ მუშაობდა, რომელიც 2017 წელს დატოვა.
მაგათმა ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად გერმანიის ბუნდესლიგა 2-ჯერ, გერმანიის თასი 2-ჯერ და ლიგის თასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, მან ბუნდესლიგასი ოქროს მედლები „ვოლფსბურგს“ მოაგებინა. ის გერმანიის საუკეთესო მწვრთნელად 3-ჯერ დაასახელეს.





