სლოვაკეთის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე 12 გუნდი ზედა და ქვედა ექვსეულებში გადანაწილდა. ბრატისლავის „სლოვანმა“, რომელიც გათამაშების ლიდერია, „რუჟემბეროკს“ უმასპინძლა და ქულა აიღო. მასპინძლებიდან მე-5 წუთზე ანგარიში მთავარი მწვრთნელის შივლმა უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა გახსნა, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გაიტანეს – 1:1.
საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანი მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 26-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ერთ წუთში ტრავმის გამო შეცვალეს. გურამ კაშია ამჯერად სათადარიგოში შორის აღმოჩნდა და თამაშში 88-ე წუთზე ჩაერთო. „სლოვანი“ 57 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ ტრნავის „სპარტაკს“ 11 ქულით ასწრებს.





