„ჟილ ვისენტემ“ გიორგი აბურჯანიას გარეშე პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 26-ე ტურში სტუმრად სატურნირო ცხრილში უშუალო მეზობელ „ბრაგასთან“ სამი ქულა აიღო. მატჩში ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი ბარსელუშელებიდან ენრიკე გომეში აღმოჩნდა, რომელიც თამაშში 88-ე წუთზე ჩაერთო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი აბურჯანია, რომელმაც წინა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში იყო, ამჯერად განაცხადში ვერ მოხვდა. „ჟილ ვისენტეს“ 45 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას 25-ე ტურში პოზნანის „ლეხმა“, რომელშიც ნიკა კვეკვესკირი თამაშობს სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ კრაკოვის „ვისლასთან“ ქულა მატჩის მიწურულს გადაარჩინა. მასპინძლები 43-ე წუთზე ონდრაშეკმა დააწინაურა, ხოლო მილიჩმა ანგარიში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე გაათანაბრა. საქართველოს ეროვნული გუნდია შუახაზელი კვეკვესკირი განაცხადში არ იყო. „ლეხი“ 49 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა.






