უჩა სოსიაშვილმა “სიონში” გიორგი დარასელია შეცვალა

0
27

კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში წელს დაბრუნებული ბოლნისის “სიონის” მთავარ მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს. მან გიორგი დარასელია შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა სეზონის სტარტზე სამივე თამაში წააგო და ამიტომ, თანამდებობიდან გადააყენეს.
სოსიაშვილი ბოლოს წყალტუბოს “სამგურალში” მუშაობდა – 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის აპრილამდე. მან წყალტუბოელები ლიგა 3-დან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადაიყვანა, მაგრამ შარშან გაზაფხულზე სოსო ფრუიძით ჩაანაცვლეს.
სოსიაშვილი, რომელიც 32 წლისაა, 2014-2015 წლებში გორის “დილას” ავარჯიშებდა და საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა. ის დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც ასეთი შედეგი აჩვენა.
ის “დილას” და “სამგურალის” გარდა კარიერაში “სამტრედიას”, თბილისის “დინამო 2”-ს და “რუსთავს” წვრთნიდა.