გიორბელიძის ქულა ერთ-ერთ ლიდერთან, ჩაკვეტაძის „ჰამბურგის“ მატჩი კორონავირუსმა ჩაშალა

0
23

გურამ გიორბელიძემ დრეზდენის „დინამოს“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მესამედ ითამაშა. მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში დრეზდენელები სტუმრად მე-2 ადგილზე მყოფ „ზანქტ-პაულს“ შეხვდნენ და ქულა მოიპოვეს – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლები მე-20 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 42-ე წუთზე გაიტანეს. „დინამო“ 27 ქულით 18 გუნდში მე-16 ადგილზეა.
„ჰამბურგისა“ და აუე-ს შევხედრა გადაიდო, რადგან ჰამბურგულ კლუბში კორონავირუსმა იფეთქა და ინფიცირებულებს შორის საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეცაა.
კვიპროსის ჩემპიონატის ქვედა ექვსეულში „დოქსა“ „ომონიას“ ეწვია და მატჩი 2:2 დასრულდა. სტუმრებში ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ავთო ებრალიძემ ორი ტაიმი ითამაშა.