სულაქველიძის ახალი კონტრაქტი მოსკოვის „დინამოსთან“

0
25

გიორგი სულაქველიძემ რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე მოსკოვის „დინამოსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.
წარმოშობით ქართველმა, მაგრამ რუსეთში დაბადებულ-გაზრდილმა 20 წლის ნახევარმცველმა ახალი ხელშეკრულება 2022-2023 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა.
სულაქველიძე „ხიმკის“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, რომლის დამთავრების შემდეგ ერთი წელი ტულას „არსენალში“ გაატარა. ის „დინამოში“ 2019 წელს გადავიდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გაუშვეს. თუმცა, შარშან გაზაფხულზე სულაქველიძე მოსკოველებმა დააბრუნეს და მეორე გუნდში გამოდიოდა, სადაც ჩატარებულ 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
სულაქველიძეს „დინამოს“ რიგებში პრემიერ ლიგაში არ უთამაშია და გასულ თვეში „ხიმკისთან“ მატჩში განაცხადში მოხვდა.