„პარი სენ-ჟერმენის სპორტული დირექტორის ლეონარდოს, კლუბის პრეზიდენტის ნასერ ალ ჰელაიფის და კლუბის წინააღმდეგ დისციპლინური საქმე აღიძრა“, – ნათქვამია უეფას ოფიციალურ განცხადებაში.
ალ ჰელაიფი და ლეონარდო პსჟ-ს მადრიდის „რეალთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში მსაჯების გადაწყვეტილებების გამო განრისხდნენ. „რეალის“ დელეგატმა სიტუაციის გადაღება სცადა. ამის შემხედვარე ალ ჰელაიფი მიუახლოვდა და შესძახა – „მოგკლავ“. პსჟ-ის პრეზიდენტი დაცვამ გააჩერა.
ალ ჰელაიფისა და ლეონარდოს უკმაყოფილება პირველი გოლის მომენტმა გამოიწვია, როცა მადრიდელთა ფრანგმა ფორვარდმა ბენზემამ პარიზელთა მეკარე დონარუმას წინააღმდეგ წესი დაარღვია, მაგრამ მსაჯმა ჯარიმა არ დანიშნა და გოლი ჩათვალა.





