დიეგო სიმეონე: „მეტოქემ ჩვენი ერთადერთი შეცდომა გამოიყენა, არაფერი შეცვლილა“

0
73

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს მიაჩნია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მისი გუნდის ერთადერთი შეცდომა გამოიყენა. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შინ ინგლისელებთან 1:1 დასრულებული პირველი მატჩის შემდეგ განაცხადა.
განვლილი შეხვედრის მე-7 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ჟოაო ფელიქსმა გახსნა, ხოლო ელანგამ საპასუხო ბურთი მე-80 წუთზე გაიტანა. 19 წლის ელანგა “მანჩესტერ იუნაიტედის” ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც პლეი-ოფში გოლი გაიტანა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაში 500 გოლია. ამ გუნდზე უკეთესი შედეგი მხოლოდ “რეალს”, “ბაიერნს” და “ბარსელონას” აქვთ.
„მათ ჩვენს მიერ დაშვებული ერთადერთი შეცდომა გამოიყენეს, ძალიან კარგ მატჩში. რეინილდუ ბურთის ჩაჭრას შეეცადა, მაგრამ უკეთესი იყო მოთამაშეს „გაჰყოლოდა“. ყველაფერს რაც ამ თამაშში გავაკეთეთ, შესაძლოა მაღალი შეფასება მივცეთ.
თამაშით კმაყოფილი ვარ. მართალია, ვერ მოვიგეთ, მაგრამ დაპირისპირების ბედი ძველებურად გაურკვეველია. ისე სჩანს, რომ თითქოს უპირატესობა „მანჩესტერ იუნატედის“ მხარესაა, მაგრამ სინამდვილეში არაფერი შეცვლილა“ – ციტირებს სიმეონეს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.