„ყარაბაღში“ გუგეშაშვილის დებიუტი შედგა

0
54

აგდამის „ყარაბაღში“ ლუკა გუგეშაშვილის დებიუტი შედგა. აზერბაიჯანული კლუბის შეკრებას თურქეთის ქალაქ ანთალიაში გადის და პირველი ამხანაგური მატჩი რუმინეთის „გაზ-მეთანთან“ ჩაატარა, რომელიც 0:0 დასრულდა.
22 წლის ქართველი მეკარე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. ერთ-ერთ ეპიზოდში მან „ყარაბაღი“ გოლის გაშვებისგან ზედიზედ 2-ჯერ გადაარჩინა.
პოლონეთის „იაგელონიამ“ გუგეშაშვილი აგდამურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა და ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, აზერბაიჯანელები სურვილის შემთხვევაში გორის „დილას“ ყოფილი გოლკიპერის კონტრაქტს გამოისყიდიან.