თბილისის “საბურთალოს” კიდევ ერთი ახალწვეული ნახევარმცველი ნოდარ ქავთარაძეა. ამის შესახებ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის წლევანდელი გამარჯვებულის პრესსამსახური იუწყება:
“28 წლის ფეხბურთელი ნოდარ ქავთარაძე, რომელიც ბოლოს თბილისის “დინამოში” ასპარეზობდა, მომავალი წლიდან დედაქალაქურ “საბურთალოში” ითამაშებს. ახალწვეულმა კლუბთან უკვე მოაწერა ხელშეკრულებას ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ქავთარაძეს რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა, არჩევანი “საბურთალოზე” გააკეთა.

ახალწვეულს სხვადასხვა დროს მოსკოვის “ლოკომოტივის” მეორე გუნდში, უნგრულ “მეზოკოვედში”, გორის “დილასა” და თბილისის “ლოკომოტოვში” უთამაშია”.