საფეხბურთო კლუბ თბილისის “ლოკომოტივიდან” თავდამსმელი მამია გავაშელიშვილი და გუნდის კაპიტანი დავით უბილავა წავიდნენ. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“მამია გავაშელიშვილმა ლოკომოტივი დატოვა. მის ანგარიშზე “ლოკომოტივის” მაისურით გატანილი 90 გოლია. გავაშ,დიდი მადლობა ჩვენთან ერთად გატარებული წლებისთვის.
თბილისის “ლოკომოტივის” კაპიტანმა, დავით უბილავამ გუნდი დატოვა.
“ლოკომოტივში” ჩატარებული 200-ზე მეტი მატჩი და უამრავი თავგადასავალი!
უბი, დიდი მადლობა ჩვენთან ერთად გატარებული წლებისთვის, იმ გოლებისა და ემოციებისთვის, რომელიც ლოკოს გულშემატკივარს აჩუქე.წარმატებები”.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გიორგი ჭიაბრიშვილი წავიდა.






