თბილისის „საბურთალომ“ ხუთი ფეხბურთელი გაუშვა. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2-გზის მფლობელმა ურთიერთობის გაგრძელება ნიგერიელ 19 წლის მცველ ოკაკა ოდუკვსთან (4 მატჩი, 2 გოლი), 27 წლის ნახევარმცველ გიორგი ერისთავთან (8 მატჩი, 1 გოლი), 25 წლის გარემარბ აკაკი შულაიასთან (32 მატჩი, 4 გოლი), 24 წლის მცველ რომან ჩაჩუასთან (9 მატჩი) და 27 წლის მოლდოველ უკანახაზელ ვიქტორ მუდრაკთან (14 მატჩი) აღარ ისურვა.
კლუბის პრესსამსახურმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და ჩამოთვლილ ფეხბურთელებს მომავალში წარმატება უსურვა.





