ნიკა კვეკვესკირი პოზნანის „ლეხში“ სასტარტო შემადგენლობაში ისევ არ ათამაშეს.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 პოზნანელებმა „პიასტ გლივიცე“ მიიღეს და 55-ე წუტზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხეს.
კვაკვესკირი თადარიგში იყო და თამაშში ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ჩაერთო.
„ლეხი“ 32 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
„ჟილ ვისენტე“, რომელშიც გიორგი აბურჯანია გამოდის, პორტუგალიის თასს გამოეთიშა.
ქართველის გუნდი 1/16-ფინალში სტუმრად ქვედალიგელ „ლეჩასთან“ 0;1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა.





