საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით 2021 წლის 15 აგვისტოს 13:00 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში მისამართზე: ქ.თბილისი, რუსთაველის #13, წვეულებათა დარბაზში გაიმართება „სრკ“-ს რიგგარეშე საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
- სრკ-ს პრეზიდენტის მოხსენება/ანგარიში
- სრკ-ს გამგეობის ყველა მოქმედი რეგისტრირებული წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა.
- სრკ-ს ახალი წესდების დამტკიცება.
- სრკ-ს გამგეობის ახალი წევრების დამტკიცება/არჩევა.
სრკ-ს ახალი რედაქციის წესდებით ნამდვილ წევრთა სულ ცოტა 2 ნამდვილი წევრისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს საერთო ყრილობას წარუდგინოს საკუთარი გამგეობის წევრი კანდიდატები (5 განდიდატი). კანდიდატების წარდგენა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით საქართველოს რაგბის კავშირის კანცელარიაში რეგისტრაციით. (გამგეობის წევრების კანდიდატების დასახელების წესი მითითებულია წესდების პროექტის 20.4. და 20.5 პუნქტებში.)
გამგეობის წევრის კანდიდატურის წარდგინების ბოლო ვადაა 2021 წლის 5 აგვისტო 16:00 საათი. გამგეობის წევრი კანდიდატის წარდგინებას თან უნდა ახლდეს გამგეობის წევრი კანდიდატის თანხმობა (იხ. დანართი#8).
გთხოვთ არაუგვიანეს 2021 წლის 25 ივლისისა გაეცნოთ და წარმოგვიდგინოთ თქვენი მოსაზრებები წესდების პროექტთან დაკავშირებით.
მოსაზრებები და წინადადებები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ როგორც მატერიალური ფორმით „სრკ“-ს მისამართზე (თბილისი, ჭ. ამირეჯიბის გზატ. #6 საოფისე ფართი #3), ასევე ელექტრონულად „სკრ“-ს ელ.ფოსტის მისამართზე OFFICE@RUGBY.GE
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, ასევე, უზრუნველყოთ დასწრება „სრკ“-ს საერთო კრებაზე ზევით მითითებულ დღესა და დროს, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.
განცხადებას თან ახლავს შემდეგ დოკუმენტაცია:
- საქართველოს რაგბის კავშირის 2021 წლის 12 ივლისის გამგეობის სხდომის ოქმი.
- ნამდვილ წევრთა სია.
- 2021 წლის 15 აგვისტოს რიგგრარეშე საერთო კრების დღის წესრიგი;
- 2021 წლის 15 აგვისტოს რიგგრარეშე საერთო კრების რეგლამენტი;
- 2021 წლის 15 აგვისტოს რიგგრარეშე საერთო კრების სამდივნო (ხმის დამთვლელი კომისია).
- სრკ-ს ახალი წესდების პროექტი;
- სრკ-ს ნამდვილის წევრის მიერ გამგეობის წევრი კანდიდატის წარდგინების ფორმა;
- გამგეობის წევრის თანხმობის ფორმა გამგეობის წევრობაზე.