ანანიძემ „შუქურას“ აკადემიის აღსაზრდელები დაასაჩუქრა

0
23

თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კლუბ ქობულეთის „შუქურას“ აკადემიის აღსაზრდელები დაასაჩუქრა.

ქობულეთელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, ანანიძემ მოზარდ ფეხბურთელებს ბურთები, მაისურები და სხვადახვა სპორტული ინვენტარი გაუგზავნა.

ანანიძე „დინამოში“ მიმდინარე წლის აპრილის მიწურულს ჩაირიცხა და კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.

მან თბილისურ კლუბში მხოლოდ ერთხელ ითამაშა -ბათუმის „დინამოსთან“ შეცვლაზე და ტრავმირებული მუხლი გაუღიზიანდა, რის გამო, ოპერაცია გაიკეთა.