ქეცბაიას „ანორთოსისი“ სუპერთასზე დამარცხდა – ლორიამ შეუცვლელად ითამაშა

0
18

თემურ ქცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ საფეხბურთო სეზონი წარუმატებლად გახსნა.

კვიპროსის თასის მფლობელი ფამაგუსტელები ქვეყნის  სუპერთასზე მოქმედ ჩემპიონ „ომონიას“ დაუპირისპირდნენ და პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო „ომონიამ“ თერთმეტმეტრიანები მეტოქეზე უკეთესად შეასრულა და 3:2 მოიგო.

„ანორთოსისში“ შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების მერე ფამაგუსტელთა შემადგენლობაში სამმა ქართველ ლეგიონერმა – ნახევერმცველებმა თორნიკიე ოქრიაშვილმა და ბუბა დაუშვილმა, ასევე თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ დატოვეს, რომლებიც აპოელში გადავიდნენ.