მოსკოვის „დინამოს“ სპორტული დირექტორი: „გაგნიძე გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იქნება“

0
41

მოსკოვის „დინამოს“ სპორტული დირექტორის ჟელკო ბუვაჩის თქმით, ლუკა გაგნიძეს თამაშის საკუთარ თავზე აღების არ ეშინია, რაც დიდი პლუსია.

„ლუკა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეა. საკუთარ ასაკთან შედარებით ბურთთან მუშაობის საუცხოო ტექნიკა აქვს. შრომისმოყვარე და გამჭრიახი ფეხბურთელის, რომლის წინააღმდეგ თამაში იოლი არაა.

გაგნიძეს თამაშის საკუთარ თავზე აღება არ ეშინია – ეს დიდი პლუსია. ჩვეულებისამებრ ის „8 ნომრის“ პოზიციაზე მოქმედებს, მაგრამ დაცვაში თამაშიც კარგად შეუძლია და ამიტომ, „6 ნომერზეც“ უპრობლემოდ თამაშობს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ლუკა „დინამოს“ ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იქნება“ – ციტირებს ბუვაჩს მოსკოვური კლუბის პრესსამსახური.

თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ნახევარმცველმა 18 წლის გაგნიძემ მოსკოვის „დინამოსთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.