ბელგიელთა მთავარ მწვრთნელ რობერტო მარტინესისთვის ევრო-2020-დან გავარდნა ძალიან დიდი იმედგაცრუებაა.
მან ამის შესახებ მიუნხენში „ალიანს არენაზე“ გამართულ 1/4-ფინალში იტალიასთან 1:2 მარცხის მერე განაცხადა.
„ეს დიდი იმედგაცრუებაა. ძალიან დამწუხრებულები ვართ. ეს მოთამაშეები ასე გავარდნას არ იმსახურებდნენ.
მეტოქის თამაში აღსანიშნავია, რადგან პირველ ტაიმში იტალია თამაშის პირობებს უკეთესად შეეგუა და ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ კონტრშეტევებით დავპირისპირებოდით.
მეორე ტაიმში უფრო ინტენსიურად ვთამაშობდით და ანგარიშის გასათანაბრებლად საგოლე მომენტები გვქონდა. მეორე გოლი კარგ იმპულსს მოგვცემდა. თუმცა, არავის ვადანაშაულებ.
დავრჩები თუ არა ნაკრებში? რთული კითხვაა ასეთ მონეტში, როდესაც უდიდესი იმედგაცრუებაა. ემოციებით საუბარი არ მინდა. თამაშის მერე მსგავს საკითხებზე მსჯელობა ნაადრევია“ – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.





