რობერტო მანჩინის მიაჩნია, რომ ბელგიასთან მატჩში მის გუნდს არცერთი მონაკვეთში არ გაჭირვებია.
მან ამის შესახებ მიუნხენში „ალიანს არენაზე“ ევრო-2020-ის 1/4-ფინალში ბელგიასთან (2:1) გამარჯვების მერე განაცხადა.
„არ ვფიქრობ, რომ რომელიმე სათამაშო მონაკვეთში ძალიან გაგვიჭირდა. ასეთი გუნდის დასამარცხებლად როგორიც ბელგიაა, უნაკლოდ უნდა ითამაშო და სწორედ ეს გავაკეთეთ.
ორი გოლი გავიტანეთ და უფრო მეტის გატანაც შეგვეძლო. ვფიქრობ, აბსოლუტურად დამსახურებულად გავიმარჯვეთ. წინ ესპანეთის ნაკრები გველოდება – რაც უფრო შორს მიდიხარ უფრო რთულია.
ახლა უბრალოდ გვსურს ამ თამაშზე და მასში გამარჯვებაზე ვიფიქროთ“ – იუწყება მანჩინის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.





