მაურიციო სარი „ლაციოს“ გაწვრთნას დათანხმდა

0
40

მაურიციო სარი რომის „ლაციოს“ გაწვრთნას დათანხმდა, იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

ის რომაელთა თავკაცის თანამდებობაზე სიმონე ინძაგის შეცვლის, რომელიც სათავეში მილანის „ინტერს“ ჩაუდგა.

„ლაციომ“ სარის 2-წლიანი კონტრაქტი და ხელფასის სახით წელიწადში 3 მილიონი ევრო შესთავაზა. გარდა ამისა, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდება 62 წლის იტალიელი სპეციალისტი ბონუსად 500000 ევროს მიიღებს.

სარი ბოლოს ტურინის „იუვენტუსში“ მუშაობდა და 2019-2020 წლების სეზონში გააჩემპიონა, მაგრამ ამის მიუხედავად თანამდებობიდან დაითხოვეს.

ამის გარდა, მან კარიერაში კიდევ ერთი ტიტული მოიგო – 2018-2019 წლების სეზონში ლონდონის „ჩელსი“ ევროპა ლიგაში გააჩემპიონა.