„ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოიგო

0
24

საფეხბურთო კლუბმა ლონდონის „ჩელსიმ“ არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოიგო.

პორტუგალიის ქალაქ პორტუს სტადიონ „დრაგაუზე“ გამართულ ფინალში ლონდონელებმა „მანჩესტერ სიტი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.

მატჩში ანგარიში 42-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მეისონ მაუნტმა საუცხოო პასით „მანჩესტერ სიტის“ მთელი დაცვა მოჭრა და მეკარესთან პირისპირ გერმანელი კაი ჰავერცი გაიყვანა, რომელმაც ზუსტად დაარტყა.

მანამდე, „ჩელსის“ გერმანელმა მთავარმა მწვთნელმა თომას ტუხელმა იძულებითი შეცვლა განახორციელა, რადგან ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა ტიაგო სილვმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად თამაშში დანიელი ანდრეას კრისტიანსენი ჩაერთო.

ჰავერცი დორტმუნდის „ბორუსიას“ ექსფროვარდ ლარს რიკენის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. რიკენმა ეს 1997 წელს ტურინის „იუვენტუსთან“ (3:1) მატჩში მოახერხა.

მატჩის მეორე ტაიმში მეტი გოლი არ გასულა და „ჩელსიმ“ 9-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა ისევ მოიგო.

“ჩელსი” მე-13 გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის გათამაშებაში გაიმარჯვა.

ტუხელის გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეორე გავიდა და თუ შარშან პსჟ „ბაიერნთან“ დამარცხდა, ამჯერად გერმანელმა სპეციალისტმა თავის კარიერაში პირველი ევროთასი მოიგო. ის გუნდში იანვრიდან მუშაობს და ფრენკ ლამპარდი შეცვალა.

სხვათა შორის, “ჩელსიმ” ჩემპიონთა ლიგა პირველად მაშინ მოიგო, როდესაც 2010-2011 წლების სეზონის მსვლელობისას მწვრთნელი ასევე შეცვალა – პორტუგალიელი ანდრე-ვილაშ ბოაში იტალიელმა რობერტო დი მატეომ ჩაანაცვლა.

ბოლო სამი წლის მანძილზე ის მესამე გერმანელია, რომელემაც ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. მანამდე, იმავე იურგენ კლოპმა („ლივერპული“) და ჰანს-დიტერ ფლიკმა („ბაიერნი“) მოახერხეს.

გვარდიოლას დამოძღვრილი გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მესამედ გააღწია და პირველად წააგო. მანამდე, ესპანელმა სპეციალისტმა „ბარსელონას“ პრესტიჟული ჯილდო ორჯერ მოაგებინა.

გვარდიოლას გაწვრთნილი “სიტი” “ჩელსისთან” ჩატარებულ 14 მატჩში 7-ჯერ დამარცხდა, რაც ესპანელი მწვრთნელის მანჩესტერულ კარიერაში კლუბის მიერ ნაჩვენები ყველაზე ცუდი შედეგია.

მას მერე რაც რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა „ჩელსი“ შეიძინა, ლონდონელებმა 19 ტიტული მოიპოვეს.

ინგლისურმა გუნდებმა ჩემპიონთა ლიგა/ჩემპიონთა თასი 14-ჯერ მოიგეს, ხოლო ესპანურმა გუნდებმა – 18-ჯერ.

კრისტიან პულიშიჩი აშშ-ს პირველი წარმომადგენელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა და გაიმარჯვა.

“ჩელსის” მეკარე ედუარ მენდიმ ჩემპიონთა ლიგაში 9 “მშრალი” მატჩი ჩაატარა, რაც ტურნირის დებიუტანტისთვის საუკეთესო შედეგია.

ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი დორტმუნდის “ბორუსიას” ნორვეგიელი ფორვარდო ერლინგ ჰოლანდი გახდა 10 გოლით.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ “ჩელსის” ფრანგი ნახევარმცველი ნგოლო კანტე დაასახელეს.

ის მე-6 მოთამაშეა ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონტა ლიგა, მსოფლიო ჩემპიონატი და ინგლისის პრემიერ ლიგა მოიგო.

მანამდე, ეს ტიერი ანრიმ, ფაბიენ ბარტეზმა, ჟულიანო ბელეტიმ, ხერარდ პიკემ და პედრომ მოახერხეს.