საფეხბურთო კლუბ „ტორინოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
ტურინელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, დავიდე ნიკოლას მაგივრად მომავალ სეზონში გუნდს ივან იურიჩი გაუძღვება.
45 წლის ხორვატმა სპეციალისტმა „ტორინოსთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.
იურიჩი 2019-2021 წლებში „ვერონას“ ავარჯიშებდა, რომლის სეზონის დასრულების მერე დატოვა.
ის სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში იტალიაში „ვერონას“ გარდა, „მანტოვას“, „კროტონეს“ და „ჯენოას“ ავარჯიშებდა.
