აკაკი გოგიას ყოფილი კლუბი პრემიერ ლიგაში აღზევდა

0
23

ინგლისის ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ფინალში, რომელიც „უემბლიზე“  გაიმართა, „ბრენტფორდმა“ „სუონსი“ 2:0 დაამარცხა და მომავალ სეზონში პრემიერ ლიგაში ითამაშებს. გამარჯვებლებიდან მე-10 წუთზე ანგარიში აივან ტონიმ გახსნა, ხოლო მე-20 წუთზე მეორე გოლი ემელიანო ჰანსენმა გაიტანა. 65-ე წუთზე, „სუონსი“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, რადგან ჯეი ფულტონი გააძევეს.

„ბრენტფორდს“ პრემიერ ლიგაში, რომელიც 1992 წელს დაარსდა, არასოდეს უთამაშია.ამ სეზონამდე „ბრენტფორდი“ ბოლოს ინგლისის უმაღლეს დივიზიონში 1934-1935 წლებში აღზევდა.

კლუბის ყველაზე დიდი მიღწევა უმაღლეს დივიზიონში 1935-1936 წლების სეზონში მე-5 ადგილის დაკავებაა. „ბრენტფორდი“ 1889 წელსაა დაარსებული და ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც მის რიგებში უთამაშია აკაკი გოგიაა. გერმანული პასპორტის მქონე გარემარბი „ბრენტფორდში“ 2015-2017 წლებში გამოდიოდა.