კრისტოფ გალტიემ „ლილი“ გააჩემპიონა და მთავარი მწვრთნელის თანამდებობდა დატოვა.
„გადაწყვეტილება მივიღე. კლუბის პრეზიდენტს ვაცნობე, რომ „ლილიდან“ წასვლას ვაპირებ.
ვერ გეტყვით რა სიტყვები შევარჩიო. უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ აქ ჩემი დრო დასრულდა. ეს 4-წლიანი ციკლი საჯმარისია.
ვგრძნობ, რომ ამ საუცხოო კლუბის დატოვების დრო დადგა“ – განაცხადა L’Equipe-თან ინტერვიუში გალტიემ, რომელმაც 11-წლიანი პაუზის შემდეგ „ლილი“ გააჩემპიონა.
54 წლის ფრანგი სპეციალისტი „ლილს“ სათავეში 2017 წლის დეკემბერში ჩაუდგა და ლიგა 1-ში ადგილი შენარჩუნებინა.
მისი ხელმძღვანელობით 2018-2019 წლების სეზონში „ლილი“ მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო წელს გაჩემპიონდა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, გალტიე სათავეში „ნიცას“ ჩაუდგება.





