„აინტრახტს“ გლასნერი გაუძღვება

0
33

ფრანკფურტის „აინტრახტს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

ფრანკფურტელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდს ოლივერ გლასნერი გაუძღვება, რომელიც გასულ სეზონში „ვოლფსბურგს“ ხელმძღვანელობდა.

მან „აინტრახტთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხუალმდე გააფორმა. გლასნერმა ფრანკფურტელთა თავკაცის თანამდებობაზე ადი ჰიუტერი შეცვალა, რომელიც მიონხენგლადბახის „ბორუსიაში“ იმუშავებს.

გლასნერის ხელმძღვანელობით 2020-2021 წლების სეზონში „ვოლფსბურგმა“ მე-4 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

„აინტრახტმა“ განვლილი სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა.