პეპ გვარდიოლა: „კლოპი ჩემი შთაგონების წყარო იყო“

0
25

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი შთაგონების წყარო „ლივერპულის“ თავკაცი იურგენ კლოპია.

ესპანელმა სპეციალისტს,  რომელმაც თავის ინგლისურ კარიერაში „სიტის“ ბოლო ოთხ სეზონში ჩემპიონობა მესამედ მოაგებინა, ტიტულის მოპოვება ერთ-ერთმა პირველებმა „ევერტონის“ დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ და კლოპმა მიულოცეს.

„იურგენისა და კარლოს სიტყვებს ძალიან ვაფასებ. მაშინ, მათ მილოცვებს ვერ ვუპასუხე, მაგრამ ამას დღეს გავაკეთებ. ორივეთი აღფრთოვანებული ვარ.

კლოპი ჩემი შთაგონების წყარო იყო, მან თავისი გუნდებით დორტმუნდის „ბორუსიათი“ და „ლივერპულით“ უკეთესად მაქცია. მან მაიძულა მატჩებზე და მეტოქეებზე მეტი მეფიქრა. ორივეს დიდი მადლობა, მათ სიტყვებს ვაფასებ“ – იუწყება გვარდიოლას ნათქვამს manchestereveningnews.co.uk.