„სალერნიტანა“ დიდი ხნის პაუზის შემდეგ სერია A-ში დაბრუნდა

0
15

„სალერნიტანა“ მომავალ სეზონში იტალიის სერია A-ში ითამაშებს.

სერია B-ს 38-ე ტურში „სალერნიტანამ“ „პესკარას“ 3:0 სძლია და 69 ქულა დააგროვა, რაც უმაღლეს დივიზიონში დაბრუნების გარანტიაა.

მანამდე, სერია A-ს საგზური ლევან მჭედლიძის ყოფილმა კლუბმა „ემპოლიმ“ მოიპოვა.

სერია A-ში მოსახვედრად პლეი-ოფში „მონცა“, „ლეჩე“, „ვეენცია“, „ჩიტადელა“, „ბრეშა“ და „კიევო“ იბრძოლებენ.

„სალერნიტანა“ ბოლოს იტალიის უმაღლეს დივიზიონში 1998-1999 წლების სეზონში თამაშობდა და გავარდა.

მიმდინარე სეზონში სერია A-დან „პარმა“ და „კროტონე“ გავარდნენ. ჯერჯერობით მესამე გუნდის ვინაობა, რომელიც დაქვეითდება უცნობია.