გარი ლინეკერი: „ეს ყველაზე სუსტი „რეალია“ რომელიც მინახავს“

0
28

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის გარი ლინეკერის თქმით, ასეთი სუსტი მადრიდის „რეალი“ ჯერ არ უნახავს.

ლინეკერმა, რომელიც ტელეკომპანია BBC-ში საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, ამის შესახებ თავის ტვიტერზე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში ლონდონის „ჩელსის“ მიერ „რეალის“ (2:0) დამარცხების შემდეგ დაწერა.

„ბოლოს და ბოლოს „ჩელსიმ“ ნახევარფინალში ინტრიგა დაასამარა. ამ გუნდმა საუცხოოდ ითამაშა.

„ჩელსი“ 7 მილიონი მილით შორს იყო ასეთი სუსტი „რეალისგან“, რომელიც ოდესმე მინახავს“ – იუწყება ლინეკერი.