„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად გავიდა

0
43

„მანჩსტერ სიტი“ არსებობის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

პეპ გვარდიოლას გაწვრთნილებმა ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად პსჟ-ს 2:1 აჯობეს, ხოლო შინ – 2:0 და 29 მაისს სტამბულში გასამართ ფინალში ითამაშებენ.

მანჩესტერში ჩატარებული მატჩის მე-11 წუთზე ანგარიში რიად მაჰრეზმა გახსნა, ხოლო 63-ე წუთზე ალჟირელმა დუბლი შეასრულა. მაჰრეზი “სიტის” ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი პლეი-ოფის ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა.

პსჟ-ში ტრავმის გამო კილიან მბაპეს არ უთამაშია. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა შეხვედრა 10 კაცით დაასრულეს, რადგან 69-ე წუთზე მეტოქესთან უხეშობისთვის არგენტინელი ანხელ დი მარია გააძევეს.

„სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 7 თამაში მოიგო, ხოლო საერთო ჯამში – 11, რაც ინგლისური კლუბებისთვის რეკორდია.

„სიტი“ ევროთასების ფინალში 1970 წლის შემდეგ პირველად გავიდა. მაშინ მანჩესტერელებმა ევროპის თასები მფლობელთა თასის ფინალში პოლონეთის „გურნიკი“ დაამარცხეს.

გვარდიოლა 2010-2011 წლების სეზონიზ შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად გავიდა.

მანამდე, მან „ბარსელონას“ თავკაცის რანგში ფინალში 2-ჯერ ითამაშა – 2008-2009 წლების სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო 2010-2011 წლების სეზონში ალექს ფერგიუსონის შეგირდებს 3:1 აჯობა.

გვარდიოლამ მწვრთნელად მუშაობის დროს პოჩეტინოს წინააღმდეგ 20 თამაში ჩაატარა – 12 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.

ესპანელს არგენტინელზე ხშირად მხოლოდ ჟოზე მოურინიო (25 მატჩი) და შონ დაიჩი (13 მატჩი) დაუმარცხებია.

გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 63-ე თამაში ჩაატარა და იტალიელი კარლო ანჩელოტის მიღწევა გააუმჯობესა.

გარდა ამისა, ის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მოგებული შეხვედრების რაოდენობითაც ლიდერობს – 35.

გვარდიოლა მე-7 მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2 გუნდი გაიყვანა.

მანამდე, ეს ოტმარ ჰიტცფელდმა („დორტმუნდი“, „ბაიერნი“), ლუის ვან გაალმა („აიაქსი“, „ბაიერნი“), ჟოზე მოურინიომ („პორტუ“, „ინტერი“), იუპ ჰაინკესმა („რეალი“, „ბაიერნი“), კარლო ანჩელოტიმ („მილანი“, „რეალი“) და იურგენ კლოპმა („დორტმუნდი“, „ლივერპული“) მოახერხეს.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მწვრთნელებიდან მხოლოდ ესპანელი გვარდიოლა და შოტლანდიელი სერ ალექს ფერგიუსონი არიან, რომელთაც თავის გუნდი ფინალში სამი ათწლეულის მანძილზე გაიყვანეს.

“მანჩესტერ სიტი” მე-9 ინგლსიური კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის ფინალში ითამაშებს, რაც რეკორდია.