ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ახალი ფორმატი – “რვათა ფინალები”, შესაძლოა, სამომავლოდაც შენარჩუნდეს და აღნიშნული ტურნირების დასკვნითი სტადიები სამომავლოდაც შემჭიდროვბულ ვადებში ჩატარდეს, როდესაც კოვიდ 19-ის პანდემია წარსულში დარჩება. ამის შესახებ განცხადება უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა გააკეთა:
“მართალი გითხრათ, ეს ერთთამაშიანი ფორმატი უფრო საინტერესოდ მიმაჩნია, ვიდრე – ორმატჩიანი დაპირისპირებები. “რვათა ფინალი”, ალბათ, ყველაზე საინტერესო რამაა, რაც პანდემიამ მოიტანა. კვირის განმავლობაში შეჯიბრება მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამაზე უნდა ვიფიქროთ და გარკვეულ გადაწყვეტილებას, ალბათ, სექტემბერ-ოქტომბერში მივიღებთ”.
