მილტონ ჰეიგი: “მსოფლიოს თასზე ზოგიერთებს ხასიათს გავუფუჭებთ”

0
72
rugger.info-სთვის მიცემულ ინტერვიუში “ბორჯღალოსანთა” მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდის გაახალგაზრდავებაზე, ინგლისელებთან ერთობლივ ვარჯიშზე და მსოფლიოს თასისათვის სამზადისზე ისაუბრა.
– ახალი წლის წინ ინგლისის ნაკრების მწვრთნელს ედი ჯონსს ვესაუბრე, მან მითხრა, რომ მზად არიან ისევ გვიმასპინძლონ. “მოდი, მოდი გავაკეთოთ ეს ისევ”, – მითხრა მან. მე ამ გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
ორი დღის განმავლობაში ერთად ვივარჯიშებთ. პირველ დღეს ფორვარდები და ბექები ცალ-ცალკე ივარჯიშებენ, შემდეგ კი კოლექტიურ სამუშაოზე გადავალთ.ინგლისელები თვლიან, რომ სათამაშო რგოლებში ურთიერთმოქმედება გვაქვს გასაუმჯობესებელი. ასე რომ, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან ვარჯიში ძალიან წაგვადგება.
საერთოდ ჯონსს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს საქართველოსთან და პირადად ჩემთან. როდესაც ის იაპონიის ეროვნულ გუნდს ედგა სათავეში, “ლელოელები” ოთხჯერ შეხვდნენ (2012-2015 წლები). ასე რომ, ამ მხრივ გაგვიმართლა. ედი ქართული რაგბის დიდი ფანი და მხარდამჭერია.
– მოდით, დავაკონკრეტოთ, რა მიიღო თქვენმა გუნდმა ინგლისელებთან ვარჯიშით?
– გასულ წელს შერკინებაში კარგი შედეგები სწორედ ინგლისში ვარჯიშის შემდეგ ვაჩვენეთ. ვარჯიშებს გრემ როუნთრი აკვირდებოდა. მაშინ ბევრი მნიშვნელოვანი შენიშვნა გააკეთა და შედეგად, ეს სესია ლეგენდარული გახდა.
მჭირდება, რომ ჩემმა ბექებმა ინგლისელებთან გამოსცადონ თავიანთი შესაძლებლობები. მათი კარგი კორიდორების შემდეგ ჩვენი კორიდორებიც უკეთესი ხდება. ჩვენ შეგვიძლია ობიექტურად შევედაროთ პირველი დონის გუნდს.
მერე სახლში მივდივართ და რევიზიას ვაწყობთ. ასეთი გამოცდილება უნარებს და ხასიათს აყალიბებს. ბიჭები თანდათან ხვდებიან, რომ არც ისე ძლიერად ჩამორჩებიან მათ.
– რა მიზნები გაქვთ მსოფლიოს თასის წინ? რუმინეთის გაახალგაზრდავებული ნაკრებით დამარცხება… საქართველო ეტყობა, ევროპის ჩემპიონატისთვის “გადაიზარდა”. ასეა?
– ახლა ტრანსფორმირების პერიოდში ვართ. “ლელოელები” გაიჭედნენ ამ ტურნირში, რომელშიც გაიზარდნენ, მაგრამ ჯერ ადრეა ცხვირის აწევა.
ავტომატური კვალიფიკაცია მინიმალური ამოცანაა. როგორც ეს 2015 წელს მოვახერხეთ. ეს მინიმუმია. მინდა ყველა მატჩში შეგირდებმა თავი წარმოაჩინონ. თუ ასე გამოვიდა, მაშინ ზოგიერთებს, ერთ-ორ ბიჭს ხასიათს ძალიან გავუფუჭებთ (იცინის).
– ნაკრებში ბევრ ახალგაზრდას იწვევთ. ეს რისკია თუ ფუფუნება?
– ეს უბრალოდ აუცილებლობაა. რისკი აშკარად არაა. სარისკო რომ იყოს, ასე არ მოვიქცეოდით. ყველაფერი მარტივადაა. 20-წლამდელთა ნაკრების ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ საქართველოში ბევრი კარგი ახალგაზრდა მოთამაშეა.
– ნახევარმცველებს შორის სამი ბიჭია – ლობჟანიძე, აფრასიძე და აბჟანდაძე. თქვენი კოლეგები მათ სუსტ რგოლად ხომ არ ჩათვლიან?
– ჩათვლიან და მწარედაც დაისჯებიან. ესენი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები არიან. ლობჟანიძეს 42 ტესტ-მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. გამოცდილება ასაკთან საერთოდ არავითარ კავშირში არაა. ჩემის აზრით, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ისინი თავს წარმოაჩენენ. მხოლოდ სულელ მწვრთნელს შეუძლია ესპლუატაცია გაუწიოს ახალგაზრდა ტალანტებს. ეს მომავალში მას საწინააღმდეგოდ დაუბრუნდება.