„სიონმა“ პლეი-აუტის პირველი მატჩი სამტრედიაში წააგო

0
10

ბოლნისის „სიონი“, რომელიც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დასარჩენად იბრძვის, პლეი-აუტის პირველი შეხვედრა სტუმრად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-3 ადგილზე გასულ „სამტრედიასთან“ წააგო.
გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილ „სამტრედიას“ ერთადერთი გოლის გატანამდე რეალური სახიფათო მომენტი არ შეუქმნია. პირიქით, როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში ანგარიშის გახსნა „სიონს“ შეეძლო, თუმცა, ლუკა ხორხელის გადცემების შემდეგ, ჯერ დავით კიკალიშვილმა დაარტყა ახლო მანძილიდან უხეიროდ, ხოლო მერე – ანდრო ნემსაძემ.
79-ე წუთზე სამტრედიელებმა შეტევის დროს საჯარიმოში ბურთი ჩაკჰიდეს, სადაც ბოლნისელთა მცველი თავით მოგერიებული ბურთი ივა გელაშვილს ხელში მოხვდა და მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილამ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. ვარლამ კილასონიამ, რომელსაც „სიონში“ არაერთი სეზონი ჩაუტარებია თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, მაგრამ „სამტრედიას“ კარში გატანილი გოლი არ აღუნიშნავს. სამტრედიელებმა თამაში 10 ფეხბურთელით დაასრულეს, რადგან 87-ე წუთზე ლუკა რობაქიძემ მეორე ყვითელი ბარათი უხეშობისთვის მიიღო და გააძესვს. მას პირველი „ყვითელი“ შესვენებამდე სიმულაციისთვის მისცეს, როცა მეტოქის საჯარიმოში მცველთან ორთაბრძოლის დროს წაიქცა. არადა, იმ ეპიზოდში მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან „სიონის“ მცველი მასპინძელ ფორვარდს აშკარად შეეხო.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 11 დეკემბერს ბოლნისში ჩატარდება.