სანაძის 32 ქულა და მორიგი გამარჯვება კვიპროსის ჩემპიონატში

0
2

დუდა სანაძემ კვიპროსში მორიგი შედეგიანი მატჩი ითამაშა. “ანორთოსისის” შემადგენლობაში აქამდე მისი საუკეთესო შედეგი 27 ქულა იყო, რომელიც დუდამ მის კვიპროსულ დებიუტში ჩააგდო, ამჯერად კი, მის ანგარიშზე 32 ქულა დაგროვდა. ეს ზეშედეგიანი მატჩი დუდამ “აპოლონის” წინაათმდეგ ითამაშა, რომელშიც მისმა გუნდმა 79:62 გაიმარჯვა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 35:22 წუთი გაატარა, რა დროშიც 32 ქულას, 2 მოხსნასა, 5 პასს და 3 ჩაჭრას მოუყარა თავი. დუდამ 8-დან 6 ორქულიანი, 12-დან 6 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
სანაძის გუნდმა სეზონში მესამე შეხვედრა მოიგო. ანორთოსისი ჩემპიონატის მომდევნო ტურში ლიდერ აპოელ-ს დაუპირისპირდება, რომელსაც ამ სეზონში დაუმრცხებელია.