რობერტო მარტინესი ბელგიის ნაკრებიდან წავიდა

0
9

რობერტო მარტინესი ბელგიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა. მან ამის შესახებ კატარში მიმდინარე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ხორვატებთან (0:0) ფრედ დასრულებული მატჩისა და 1/8-ფინალში ვერგასვლის შემდეგ განაცხადა.
„ბელგიის ეროვნული ნაკრებში ეს მატჩი ჩემთვის ბოლო იყო. ახლა როგორც არასოდეს ემოციური ვარ. ასე მუშაობას ვერ გავაგრძელებ. მოთამაშეებსა და პერსონალს უკვე დავემშვიდობე. რაც არ უნდა მომხდარიყო წასვლას მაინც ვაპირებდი. მსოფლიო ჩემპიონებიც რომ გავმხდარიყავით, თანამდებობას მაინც დავტოვებდი. ეს გადაწყვეტილება ტურნირის დაწყება,დე ცოტა ხნით ადრე მივიღე“ – ციტირებს მარტინესს ბელგიური მედია.
49 წლის ესპანელი სპეციალისტი ბელგიელებს 2016 წლიდან ავარჯიშებდა. მან 4 წლის წინ რუსეთში გამართულ მსოფლიო პირველობაზე გუნდს ბრინჯაოს მედლები მოაპოვებინა.