ჰანსი ფლიკი: „სხვანაირად უნდა ვიმუშავოთ“

0
13

ჰანსი ფლიკს მიაჩნია, რომ უახლოეს 10 წლის განმავლობაში გერმანიის ნაკრებში აქცენტი ახლი თაობის ფეხბურთელებზე უნდა გაკეთდეს. ბუნდესნაკრების თავკაცმა ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში ჯგუფური ეტაპის ვერდაძლევის შემდეგ განაცხადა.
„მე და ჩემს გუნდს იცნობთ. ვიცი, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსვლას სწრაფად მოვახერხებთ. შევხედავთ, ჩვენი მომავალი როგორი იქნება და საკუთარ იდეებს როგორ განვახორციელებთ.
სხვანაირად უნდა ვიმუშავოთ. წლებია ახალ მეკარეზე და განაპირა მცველებზე ვსაუუბრობთ. უახლოესი 10 წლის განმავლობაში ფოკუსირება ფეხბურთელების ახალ თაობაზე უნდა გავაკეთოთ.
ჩემთვის სხვა გუნდები სულერთია. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. შეხედეთ მატჩებსა და გატანილ გოლებს. ესპანეთთან მატჩის პირველ ტაიმში შექმნილი საგოლე მომენტები უნდა გამოგვეყენებინა და ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. გუნდს ვუთხარი, რომ იმედგაცრუებილი ვარ. ჩვენი ვალი მოვიხადეთ, რადგან გავიმარჯვეთ, მაგრამ შედეგი შესაძლოა უკეთესი ყოფილიყო“ – ციტირებს ფლიკს გერმანული მედია.