ბათუმის “დინამოს” და “ტორპედოს” დაპირისპირებას მაყურებელი დაესწრება

0
12

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, რომელიც 3 დეკემბერს გაიმართება ბათუმის “დინამოს” და ქუთაისის “ტორპედოს” შორის გულშემატკივრები დაესწრებიან. ეს ინფორმაცია ბათუმელთა პრესსამსახურმა გააფორმა:
“ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ კლუბმა საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალში გაასაჩივრა წინა საშინაო მატჩის შემდეგ გამოტანილი დისციპლინარული სანქციები.
ტრიბუნალმა იხელმძღვანელა კლუბის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის შუამდგომლობით და გამოტანილი დადგენილებით განაჩენის განხილვამდე შეაჩერა აღნიშნული სანქციის აღსრულება.
შედეგად ხვალინდელ მატჩზე ქუთაისის ტორპედოსთან დაშვებულია მაყურებლის დასწრება. აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნულ მატჩზე დასწრება უფასოდ შეგეძლებათ”.
შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტმა ბათუმის “დინამოსთან” დაკავშირებით შემდეგი გადაწყვიტა:

  • ბათუმის „დინამო“ მომდევნო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს და დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით.
  • ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ექვსი ათასი ლარის ოდენობით და ერთი წლის განმავლობაში აეკრძალა სტადიონზე შესვლა ბათუმის „დინამოს“ როგორც საშინაო, ისე საგარეო მატჩებზე.
  • ბათუმის „დინამოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, გურამ ბერიძეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით და 6 მატჩზე აეკრძალა სტადიონზე შესვლა ბათუმის „დინამოს“ როგორც საშინაო ისე საგარეო მატჩებზე.
  • ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთელის თანაშემწეს, დავით ჯანელიძეს – სამ მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.
  • ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივართა მეკავშირე ოფიცერს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორასი ლარის ოდენობით.