თად მაკფადენმა მეოთხე პერიოდში გაიბრწყინა

0
5

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებულმა მოთამაშე თად მაკფადენმა თავის ესპანურ კლუბ “მურსიას” ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მოაგებინა. მურსიელებმა თურქეთის “თოფაში” 75:72 დაამარცხეს, თადმა კი 13 ქულიდან 10 გადამწყვეტ მეოთხედში ჩააგდო.
მაკფადენი სასტარტო ხუთეულში იყო და 26 წუთში 13 ქულასთან ერთად, ორი შედეგიანი გადაცემა და თითო მოხსნა-ჩაჭრა ჰქონდა.
მაკფადენის კლუბი ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფშია და “ტოფაშის” გარდა მეტოქეებად საფრანგეთის “სტრასბურგი” და უნგრეთის “სომბათჰეი” ჰყავს. “მურსია” მომდევნო შეხვედრას უნგრეთში ჩაატარებს.