„დინამოს“ სერია “კლასიკოში” შეწყდა, ბათუმელებმა ქულები ბოლნისში დაკარგეს

0
7

თბილისის „დინამოს“ ზედიზედ 8-მატჩიანი გამარჯვებათა სერია „ქართულ კლასიკოდ“ წოდებულ ქუთაისის „ტორპედოსთან“ დააპირისპირებაში შეწყდა, რომელიც ზესტაფონში გაიმართა. არცთუ სანახაოებრივ და მომენტებით საკმაოდ მწირ შეხვედრაში გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0.
მე-11 წუთზე იმრანის კარგი გადაცემის შემდეგ, გვინეელი კამარა ქუთაისელთა საჯარიმოში ორ მეტოქეს გაცდა და მისი დარტყმის შემდეგ საუცხოოდ ითამაშა მეკარე როინ კვასხვაძე, რომელმაც ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მეორე ტაიმის დასაწყისში ბელარუსმა დმიტრი ანტილევსკიმ მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც კამარამ ერთი მეტოქის გაექცა და ბურთი დავით სხირტლაძეს მიუვიდა, რომელმაც მახვილი კუტხიდან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ისევ კვასხვაძემ არ გაატანინა.
69-ე წუთზე თბილისელთა შემადგენლობაში შეცვლაზე ლაშა ოდიშარია შევიდა, რომელმაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი თამაში ჩაატარა.
71-ე წუთზე „ტორპედოს“ კონტრშეტევის დროს მარჯვენა ფლანგიდან აკაკი შულაიამ სტუმართა საჯარიმოში ნდარ ქავთარაძე მოძებნა, რომელმაც დასარტყმელ პოზიციაზე კაბალიერო გაიყვანა, მაგრამ პარაგვაეელმა სუსტად გაგზავნა ბურთი კარისკენ, რომელსაც ლუკა კუტალაძე დაეუფლა.
მე-80 წუთზე ქავთარაძემ „დინამოს“ საჯარიმოში ნიკა მალის ორთაბრძოლაში აჯობა და მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
„დინამომ“, რომელსაც გიორგი ჭიაბრიშვილი ისევ ვერ ხელმძღვანელობს 60 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა, ხოლო კახა ჩხეტიანის თავკაცობით „ტორპედომ“ ზედიზედ მე-9 თამაში არ წააგო და 44 ქულით მესამეა.
პარალელურად ბოლნისში გამართულ თამაშში ადგილობრივმა „სიონმა“ ბათუმის „დინამოსთან“ ქულა აიღო – 1:1.
24-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ბოლნისელთა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა სერბმა მილან რადინმა ბურთი ერთი შეხებით დაამშავა და მეორეთი კარში ზზუსტად დაარტყა. ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ირაკლი ბიძინაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
მეორე ტაიმის დაწყებიან 10 წუთში ნიკა ხორხელის პასის მერე ფრანგამ გი გნაბუიუმ ანგარიშ გაათანაბრა.
გია გეგუჩაძის თავკაცობით ბათუმელებმა მიჯრით 2 მატჩი პირველად ვერ მოიგეს, მაგრამ 61 ქულით მაინც პირველ პოზიციაზე არიან, ხოლო უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით „სიონმა“ 29 ქულა დაააგროვა და მე-8 პოზიციაზეა.

ადგ. კლუბი თამაში მოგება ფრე წაგება გატ. მიღ. ± ქულა ბოლო თამაშები შემდეგი
1. დინამო ბთ დინამო ბთ 28 18 7 3 67 22 45 61
2. დინამო თბ დინამო თბ 28 18 6 4 58 23 35 60
3. ტორპედო ტორპედო 28 13 5 10 38 40 -2 44
4. დილა დილა 28 12 7 9 33 26 7 43
5. სამგურალი სამგურალი 28 11 9 8 41 34 7 42
6. საბურთალო საბურთალო 28 11 7 10 44 36 8 40
7. თელავი თელავი 28 6 12 10 25 29 -4 30
8. სიონი სიონი 28 6 11 11 29 47 -18 29
9. გაგრა გაგრა 28 6 8 14 27 46 -19 26
10. ლოკომოტივი ლოკომოტივი 28 1 4 23 23 82 -59 7