კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში მეხუთედ გაიტანა

0
14

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით იტალიის სერია A-ში თავისი მეხუთე გოლი გაიტანა. ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილმა ნეაპოლელებმა „ტორინო“ მიიღეს და მორიგი სამი ქულა აიღეს.
მე-6 წუთზე სასტარტოში მყოფმა კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგზე შეტევაში ჩართულ მარიო რუსი დროული გადაცემა გაუკეთა, ხოლო პორტუგალიელი ჩაწოდების შემდეგ ანგისამ მეტოქის საჯარიმოში „მეორე სართულზე“ ყველას აჯობა და თავით ანგარიში გახსნა – 1:0.
მე-12 წუთზე „ტორინოს“ დაცვა ჩავარდა და ანგისამ თავისი ნახევარდინა ბურთიანა მეტოქის საჯარიმომდე ირბინა, რის შემდეგ ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:0.
37-ე წუთზე საქართველოს ნაკრების გარემარბმა მარცხენა ფლანგზე მაღალი სისწრაფე განავითარა და საჯარიმოში შეჭრილმა „ცაციათი“ შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 0:3.
ტაიმის მიწურულს მასპინძელთა მცველები არცთუ კარგად გაისარჯნენ და სანაბრიამ ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა. კვარაცხელია, რომელიც მე-2 ტაიმშიც აქტიურობდა მე-80 წუთზე შეცვალეს.
“ნაპოლი” 20 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.