შოთა არველაძე “ჰალიდან” გაუშვეს

0
32

შოთა არველაძე ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე “ჰალის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. ქართველ სპეციალისტთან ერთად “ჰალიდან” მისი თანაშემწე პიტერ ვან დერ ვინი გაუშვეს.
გუნდის თავკაცის მოვალეობას ენდი დოუსონი შეასრულებს.
“სანაკრებო მატჩებისთ გამოწვეული პაუზის დროს შოთას რამდენჯერმე შევხდი, რათა გუნდის მიერ აღებული გეზი და ჩვენი კლუბის მომავალი განგვეხილა. ამ შეხვედრების დროს გაირკვა, რომ ჩვენი ხედვა ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ, ჩვენ განშორება გადავწყვიტეთ” – განაცხადა კლუბის მფლობელმა თურქმა ალი ილიჯალმა.
49 წლის არველაზე “ჰალ სიტის” 2022 წლის იანვრიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ბოლო 4 მატჩი წააგო და მე-19 ადგილზეა.
გოჩა კაჭარავა