“სამგურალმა” ნიგერიელი მცველი დაიმატა

0
5
წყალტუბოს ,,სამგურალმა” 18 წლის ნიგერიელი ცენტრალური მცველი აროვოლო ჯამიუ დაიმატა.
კლუბის სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპერაძემ ახალწვეულს სიმბოლურად გუნდის მაისური გადასცა მას წარმატებები უსურვა.
ჯამიუმ ფეხბურთის თამაში ნიგერიის ყველაზე დიდ ქალაქში – ლაგოსში დაიწყო და რეგიონის ერთ–ერთ საუკეთესო საფეხბურთო აკადემიაში ,,ქლიქუე სპორტს აკადემიში” ვარჯიშობდა.
ტანმაღალი მცველი (196სმ.) საქართველოში გასულ წელს ჩამოვიდა და ,,სამგურალთან” ერთადაც ვარჯიშობდა, თუმცა მისი დამატება მხოლოდ წელს მოხერხდა.
ჯამიუმ ,,სამგურალის” რიგებში რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ასევე, ითამაშა ,,სამგურალი” 2–ის რიგებშიც და ,,დიდუბეს” წინააღმდეგ გოლიც გაიტანა.