მამარდაშვილის მოგერიება სექტემბერში ლა ლიგაში საუკეთესოა

0
9

ესპანეთის ლა ლიგის ოფიციალურმა youtube გვერდმა სექტემბრის თვის 5 საუკეთესო მოგერიება დაასახელა.
პირველი ადგილი მე-5 ტურში „რაიო ვალეკანოსთან“ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილის მოგერიებამ დაიკავა.
იმ მატჩის მე-15 წუთზე „რაიოს“ შეტევის დროს ოსკარ ტრეხო მამარდაშვილთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი სტუმართა მეკარემ ფეხით მოიგერია, ხოლო მანუ გარსიას დამატებულს წინ ისევ ჩვენი ეროვნული გუნდის დარაჯი აღუდგა.
ხუთეულში მე-3 ადგილზე ასევე მამარდაშვილის მოგერიება გავიდ „სელტასთან“ საშინაო მატჩში, როდესაც მან ახლო მანძილიდან ლარსენის მიერ თავით დარტყმული ბურთი უკუაგდო.