კანკავას პირველი გოლი მიმდინარე სეზონში

0
6

ჯაბა კანკავამ მიმდინარე სეზონში ბრატისლავას „სლოვანის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა. სლოვაკეთის თასის 1/32-ფინალში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად „მალა მაცას“ შეხვდა და 7:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და მეტოქის კარი 62-ე წუთზე აიღო, როდესაც თანაგუნდელის პასის მერე საჯარიმოში მყოფმა ბურთი მიწაზე დაუშვებლად ერთი შეხებით დაარტყა – 6:0.
36 წლის კანკავა „სლოვანში“ გასულ სეზონში ჩაირიცხა და მანამდე ერთი გოლო სლოვაკეთის ჩემპიონატში მიითვალა.
ბრატისლაველთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტან გურამ კაშიას არ უთამაშია, რომელიც ერთა ლიგის მატჩების მერე დაასვენეს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ მოხვდა. მან ერთა ლიგაში ბოლო ორი შეხვედრა მაღალი ტემპერეტურის და მუცლის ტკივილის მიზეზით გამოტოვა.