საქართველოს C ლიგაში საუკეთესო შედეგის ჩვენების შანსი აქვს

0
2

ფარერების ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში სენსაცია გამოაცხო და თურქეთს სძლია, რომელსაც მანამდე ჯგუფში არ დამარცხებულა.
ერთა ლიგის C ლიგის პირველ ჯგუფის ბოლო მატჩში ჰაქან ერიქსონის გაწვრთნილმა ფარერებმა შინ თურქებს 2:1 აჯობა. მატჩის 51-ე წუთზე ანგარიში დავიდსენმა გახსნა, ხოლო რვა წუთში სიმუნ ედმუნდსონმა მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. თურქებიდან ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე გიურლერმა გაიტანა.
ფარერებმა ჯგუფში მეორე თამაში მოიგო. მანამდე სახლში ლიეტუვას 2:1 აჯობა.
თურქეთი 13 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა. თუ დღეს საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს აჯობა, მაშინ ვილი სანიოლის გუნდს C ლიგაში საუკეთესო შედეგი ექნება და როგორც ნახევარფინალში, ასევე ფინალში მასპინძელი იქნება. ამჟამინდელი მდგომარეობით საქართველო ნახევარფინალში ყაზახეთს (13 ქულა) შეხვდება, რომელსაც ლიგაში მე-4 შედეგი აქვს – C ლიგის ოთხი ჯგუფის პირველადგილოსნებში გატანილ-გაშვებული გოლების ყველაზე უარესი შედეგი აქვს.
თუმცა, დღეს მე-2 ჯგუფში საბერძნეთი (12 ქულა) ჩრდილოეთ ირლანდიას მასპინძლობს და წაგების შემთხვევაში ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე იქნება, ხოლო თუ გაიმარჯვებს შინ თურქეთს დაუპირისპირდება. ფრის შემთხვევაში ბერძნები თურქებთან გასვლაზე ითამაშებენ.