ბუსკეტსი შესაძლოა სეზონის ბოლოს „ბარსელონადან“ წავიდეს

0
9

„ბარსელონას“ ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსმა შესაძლოა მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდი დატოვოს, იუწყება Sport.es.
34 წლის ესპანელი მზადაა კარიერა MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამიში“ გააგრძელოს, რომლის მფლობელი ინგლისის ნაკრების და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი გარემარბი დევიდ ბექჰემია.
„ბარსელონას“ კაპიტან ბუსკეტს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში უმთავრდება. მან მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში 5 მატჩი ჩაატარა და წითელი ბარათი მიიღო.